ე.წ. "ატსტუპნიკებმა" საცხოვრებელი ფართების უპირობოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქცია პარტია "სამართლიანი საქართველოს" ორგანიზებით ჩატარდა.
პარტიის თავმჯდომარის გიორგი ლაღიძის განცხადებით, აქციები ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ ხუთშაბათს სამთავრობო შენობებთან გაიმართება.
"აქციებით ჩვენ მოვახერხეთ იმ ვადების შეცვლა, რომელიც ამ ადამიანებს 2012 წლის 1 იანვრიდან ქუჩაში ტოვებდა. აქციების მეორე ეტაპი უნდა დასრულდეს იმით, რომ მათ უპირობოდ დაუკანონდეთ ფართები"- განაცხადა ლაღიძემ.
"ატსტუპნიკების" განცხადებით, მათი მოთხოვნა სამართლიანია და წლების წინ შეძენილ საცხოვრელ ფართებში თანხის მეორედ გადახდას არ აპირებენ.
"ატსტუპნიკებს" საბჭოთა ეპოქაში საცხოვრებელი სახლები არა ოფიციალური დოკუმენტით, არამედ მხოლოდ ზეპირი შეთანხმებით აქვთ შეძენილი. მესაკუთრესა და ბინათმოსარგებლეს შორის, მაშინ მხოლოდ სიტყვიერი შეთახმება იდებოდა.
ამ ეტაპზე, დედაქალაქში 40 000-მდე "ატსტუპნიკია", რომელიც ბინის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს.
