საბავშვო ბაღების სააგენტოს შესახებ ხვალ საკრებულოში იმსჯელებენ
საბავშვო ბაღების სააგენტოს შესახებ ხვალ საკრებულოში იმსჯელებენ
18:00 12.12.2012
თბილისის საკრებულოს ფრაქციები, ,,ქართული ოცნება-თბილისი" და ,,ქართული ოცნება-თბილისელები," ხვალ, ერთობლივ გაფართოებულ სხდომას გამართავენ.

შეხვედრის თემა დედაქალაქის 2012-2013 წლის ბიუჯეტი და საბავშვო ბაღების სააგენტოს საქმიანობა იქნება.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფრაქციების წარმომადგენლების შეკითხვებს, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და სხვა პასუხისმგებელი პირები უპასუხებენ.

ბეჭდვა