საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ქართველმა მორაგბეებმა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართეს.
ამ თამაშით საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“ - მხარდაჭერა გამოუცხადეს.
“დაუშვებელია ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ. ჩვენ, საქართველოს მორაგებთა ეროვნული ნაკრები მოვუწოდებთ რაგბის ყველა გულშემატკივარს და ზოგადად მამაკაცებს, რომ არასოდეს ჩაიდინონ, მოითმინონ და დაუშვან ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ“ განაცხადა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰაიგიმ.
