„თავისუფალი საქართველო“ „რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს
„თავისუფალი საქართველო“ „რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს
17:31 12.12.2012
პარტია „თავისუფალი საქართველო“ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის თანახმადაც ის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს.

„თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება აღნიშნული კანონიდან მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის ამოღებას, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას, აბრაზე განათავსონ მხოლოდ ინგლისურენოვანი წარწერა და აგრეთვე წარწერა არ შეიძლება ჩაითვალოს რეკლამად, თუ ის არ არის დაშორებული ამ კონკრეტული ობიექტიდან 1,5მ-ით მაინც.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციითვე, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიაზე რეკლამა ქართულ ენაზე ვრცელდება, კომპანიები სარგებლობენ კანონში არსებული, აღნიშნული ჩანაწერით რის შედეგადაც, თბილისში არაერთ ოფისზე წარწერა, მხოლოდ უცხო ენაზეა განთავსებული.

ბეჭდვა