"პროფკავშირების გაერთიანების" თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის მხრივ არსებულ
მდგომარეობას 21-ე საუკუნისთვის შეუსაბამოს და დისკრიმინაციულს უწოდებს.
"სხვა რაზეა საუბარი, როდესაც ქალს ბავშვის გაჩენა პრაქტიკულად სასჯელად ექცევა. დღეს საქართველოში არსებული ნორმები და სტანდარტები ველურ კაპიტალიზმსაც ვერ მიუახლოვდება" - აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა "ნიუსპრესთან" საუბრისას.
მისივე თქმით, შესაცვლელია კანონმდებლობა, რომელიც შრომით კონტრაქტს არეგულირებს. ასევე, ქალებისთვის სამუშაო საათებთან და ბავშვის მოვლასთნ დაკავშირებით შეღავათების დაწესებაა აუცილებელი.
ირაკლი პეტრიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მამაკაცების მხრიდან, ქალთა მდგომარეობის შემსუბუქებისთვის მეტი აქტიურობაა საჭირო.
"პროფკავშირების გაერთიანების" წარმომადგენლებმა მეტროსადგურ "მარჯანიშვილთან"დღეს სიმბოლური აქცია გამართეს და გამვლელი ქალბატონები ყვავილებითაც დაასაჩუქრეს.
