განათლების მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
განათლების მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
16:54 12.12.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, თბილისისა და რეგიონების მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენლებს, სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს, სასკოლო ოლიმპიადებსა და ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის ორგანიზებით გაიმართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საუბარი შეეხო სასკოლო სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობას. მოსწავლეებმა ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს და იმ შედეგებზე ისაუბრეს, რომელსაც განხორციელებული პროექტების შედეგად მიაღწიეს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის წარმომადგენლებმა სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს როლზეც ისაუბრეს და გარკვეული რეკომენდაციებიც წარმოადგინეს.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ მოსწავლეებს განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები და სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეთა შეკითხვებსაც უპასუხა.

ბეჭდვა