საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხთა სამეულში სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობა შედის
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხთა სამეულში სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობა შედის
13:20 12.12.2012
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შორის კვლავ სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და ტერიტორიული მთლიანობა შედის.
ამასთან ერთად, NDI -ს კვლევის შედეგების თანახმადვე, მოსახელობისთვის უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხებს შორის დომინირებს აგრეთვე სიღარიბე, პენსიები, ფასების ზრდა, განათლება, ხელფასები, ადამიანის უფლებები და რუსეთთან ურთიერთობა.
კვლევა ამა წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

ბეჭდვა