საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს სამინისტროში, კანონპროექტის - „საქართველოს სახელმწიფო თეატრების შესახებ“ მრგვალი მაგიდა გაიმართება.
შეხვედრაზე, კანონში „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ შესაძლო ცვლილებები განიხილება. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე, კულტურის კომიტეტის წევრები, თეატრების მმართველები, რეჟისორები, თეატრმცოდნეები და მსახიობები იმსჯელებენ. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი და მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი.
