ქვესადგურში "მცირე ნავთლუღი", სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს 1 - დან 3 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის და სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, წულაძის, ხარაბაძის, ზანდუკელის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ .
