ვანო ჩხარტიშვილისთვის პოლიტ დევნილის სტატუსის მინიჭებას, გამოკითხულთა 71,4 პროცენტი ეწინააღმდეგება
ვანო ჩხარტიშვილისთვის პოლიტ დევნილის სტატუსის მინიჭებას, გამოკითხულთა 71,4 პროცენტი ეწინააღმდეგება
16:37 11.12.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, 3 დეკემბრიდან 11 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ვანო ჩხარტიშვილისათვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას, გამოკითხულთა 71,4 პროცენტი ეწინააღმდეგება.

კითხვაზე „მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა ვანო ჩხარტიშვილისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება“ , გამოკითხულთა 17,9 პროცენტმა უპასუხა, რომ აღნიშნული სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად მიაჩნია, 71,4 პროცენტი კი მას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, მონაწილეთა 10,7 პროცენტს გაუჭირდა.



ბეჭდვა