საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი - გია ნაცვლიშვილი,
ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - ლერი ხაბელოვი და ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი - ბეჟან ხურციძე იბრძოლებს.
კომიტეტის საპრეზიდენტო განაცხადის შესატანად დაწესებული ვადა უკვე ამოიწურა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა კი, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" 20 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპური კომიტეტის საარჩვენო-საანგარიშო ყრილობა 3 ოქტომბერს ჩატარდა, დელეგატებს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატისთვის - გია ნაცვლიშვილისთვის უფლებამოსილების კიდევ 4 წლით გაგრძელებისთვის უნდა ეყარათ კენჭი, მაგრამ უმრავლესობის სურვილით არჩევნები 20 დეკემბრისათვის გადაიდო.
საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაში ხმის უფლების მქონე 111 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.
