"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხვალ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში,
კვლევის "ღია მმართველობა საქართველოში – მიღწევები და გამოწვევები" პრეზენტაციას გამართავს.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, კვლევა მიმოიხილავს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესს, აანალიზებს თუ რამდენად არის ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები აქტუალური და რომელი მეთოდები იქნება ყველაზე ეფექტური ამ სფეროში საქართველოს მიღწევების შესაფასებლად.
პრეზენტაცია 15:30 საათზე გაიმართება.
