არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“,
ახალი კვლევის - „ცენტრ პოინტი ჯგუფი – ყველაზე დიდი სამშენებლო სკანდალი საქართველოში“ პრეზენტაციას გამართავს.
ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, კვლევა, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ და მასში
შემავალი კომპანიების საქმიანობას და დაზარალებულ ბინათმენაშენეთა უფლებებს შეეხება.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია 12 საათზე გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       