ავიაციის დღესთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტი ფოტო გამოფენას უმასპინძლებს
ავიაციის დღესთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტი ფოტო გამოფენას უმასპინძლებს
13:49 07.12.2012
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია „ტავ ჯორჯია“, თბილისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში, ფოტო გამოფენას გამართავს.

აეროპორტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 26 ფოტო, თბილისის აეროპორტის განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. გამოიფინება აეროპორტის პირველი შენობის, აეროპორტის სასადილოს, აეროდრომის და ქართული ავიაციის სხვა პირველი ნაბიჯების ამსახველი ფოტოები.

პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, გასული საუკუნის ფოტო-კოლაჟის გარდა, დამთვალიერებლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის ამსახველი ფოტო მასალის ხილვის საშუალებაც ექნებათ.

1996 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 7 დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

გამოფენა დღეს 15:00 საათზე გაიხსნება.

ბეჭდვა