ბოტულიზმის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოტულიზმის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
11:35 08.03.2012
საქართველოში ბოტულიზმის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ნიუსპრესს" თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ბოტულიზმით დაავადებული 53 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად რთულია.

მედიკოსების თქმით, პაციენტი ოჯახურ პირობებში დამზადებული პომიდვრის კონსერვით მოიწამლა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ის ფონიჭალიდან გადაიყვანეს.

ინფექციურ საავადმყოფოში ბოტულიზმის დიაგნოზით 3 პაციენტი მკურნალობს. ბოლნისიდან და ლაგოდეხიდან გადაყვანილი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.53 წლის ქალბატონი კი, რეანიმაციაშია მოთავსებული.


ბეჭდვა