უეფა-ს თასის ოთხთა ფინალს ფუტსალში, თბილისი უმასპინძლებს
უეფა-ს თასის ოთხთა ფინალს ფუტსალში, თბილისი უმასპინძლებს
17:08 06.12.2012
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უეფა-ს თასის ოთხთა ფინალს ფუტსალში, თბილისი უმასპინძლებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე იქნა მიღებული.

ოთხთა ფინალის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ის აპრილში გაიმართება.

უეფა-ს თასის დასკვნით ტურნირში მონაწილეობას მიიღებს მასპინძელი "იბერია სტარი", ესპანური "ბარსელონა", ყაზახური "კაირათი" და რუსული "დინამო".

ბეჭდვა