9 დეკემბერს რკინიგზელთა ფორუმი გაიმართება
9 დეკემბერს რკინიგზელთა ფორუმი გაიმართება
16:47 06.12.2012
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს რკინიგზელთა პროფკავშირს შორის, ოქტომბრის თვეში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, 9 დეკემბერს, 14 საათზე, პროფკავშირების კულტურის ცენტრში რკინიგზელთა ფორუმი გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას, რკინიგზელები, ქვეყნის ყველა რეგიონიდან მიიღებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აგრეთვე საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ ბიჭიაშვილი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
პროფკავშირების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება რკინიგზელთა პროფკავშირის მიერ შემუშავებული კოლექტიური ხელშეკრულების პროექტი. ასევე იმსჯელებენ რკინიგზის ყოფილი ხლემძღვანელობის მიმართ, ოქტომბერში მოწყობილი გამართხილებელი გაფიცვის დროს წარდგენილი მოთხოვნების შესახებაც.

ბეჭდვა