ლტოლვილტა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, დღეს კახეთის გზატკეცილზე, ყოფილი „მექანიკის ინსტიტუტის“ შენობში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, დევნილებმა მთავარ პრობლემად შენობის გადახურვა, გამრიცხველიანება, კანალიზაციის მოწესრიგება და ფართის დაკანონება დაასახელეს.
მინისტრის განცხადებით, შენობის გადახურვის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება, დანარჩენი პრობლემები კი ეტაპობრივად მოწესრიგდება.
„წლების განმავლობაში იძულებით გადაადგილებული პირები საკმაოდ ცუდ პირობებში ცხოვრობენ. მათ არაერთი საკითხი აქვთ მოსაწესრიგებელი - კანალიზაციის , ინდივიდუალური მრიცხველების, გადახურვის თუ წყალგაყვანილობის. რამდენიმე დღეში შენობის გადახურვით დავიწყებთ და ეტაპობრივად სხვა საკითხების მოგვარებაშიც მივეხმარებით. ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი ოჯახი ელოდება დახმარებას და შევეცდებით, ყურადღება ყველას მივაქციოთ“ - განაცხადა მინისტრმა.
აღნიშნულ შენონობაში აფხაზეთიდან დევნილი 18 ოჯახი ცხოვრობს.
