საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი,
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II აღსაყდრების 35 და დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით, სტუდენტური კონფერენციისთვის მოხსენებების მიღებას იწყებს.
კონფერენციის თემატიკაა ეკლესიის ისტორია, ღვთისმეტყველება, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პედაგოგიკა და საეკლესიო სამართალი.
ცენტრის ინფორმაციით, სტატია დასრულებული სახით წარდგენილი უნდა იყოს 2012 წლის 17 დეკემბრამდე. შერჩეული მოხსენებების წარდგენა კი 27 დეკემბერს, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში მოხდება.
