ჩოგბურთის ფედერაციას ალექსანდრე მეტრეველი უხელმძღვანელებს
ჩოგბურთის ფედერაციას ალექსანდრე მეტრეველი უხელმძღვანელებს
15:40 06.12.2012
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად ალექსანდრე მეტრეველი (უმცროსი) აირჩიეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროში გამართულ ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტობისათვის კენჭი 2-მა კანდიდატმა - მოქმედმა პრეზიდენტმა -ლეილა მესხმა და ალექსანდრე მეტრეველმა იყარეს.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე 60 დელეგატდან 57 მონაწილეობდა. ფარული კენჭისყრით, ალექსანდრე მეტრეველს მხარი 33-მა, ლეილა მესხს კი 22-მა დელეგატმა დაუჭირა.
2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ალექსანდრე მეტრეველი ჩოგბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის შემადგენლობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს.

ბეჭდვა