ცოფის კერის გამოვლენის გამო, დედოფლისწყაროში კარანტინი დაწესდა
ცოფის კერის გამოვლენის გამო, დედოფლისწყაროში კარანტინი დაწესდა
15:17 06.12.2012
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანში,ცოფის კერის გამოვლენის გამო, გამგებლის ბრძანებით, ე.წ. „თელა წყალის“ ტერიტორია არაკეთილსაიმედო კერად გამოცხადდა და კარანტინი დაწესდა.

ცოფი ერთ-ერთი ადგილობრივი გლეხის კუთვნილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს დაუდგინდა.

ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს“ უკვე დაევალა დაავადებულ ცხოველთან კონტაქტირებული მოსახლეობის აღრიცხვა და მონიტორინგი მათთვის ანტირაბიული პროფილაქტიკური აცრების ჩატარებაზე.

სოფელ ზემო მაჩხაანის მიწათსარგებლობის ტერიტორიაზე - ადგილი ,,თელა
წყალი“, აიკრძალა ძაღლებისა და კატების ქუჩაში გაყვანა. ამასთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურ სამმართველოს – ცოფიან ცხოველთან კონტაქტირებული ცხოველების გამოვლენა - ლიკვიდაცია, იმუნო-ბუფერული ზონის შექმნის მიზნით ცოფის ამთვისებელი ჯანმრთელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია, ცოფიანი ცხოველის მიერ
დასნებოვნებული ეზოების დეზინფექცია და აღნიშნული დაავადების თაობაზე
მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფა დაევალა.

ბეჭდვა