დღეს დილით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.
ვებ-გვერდის გატეხვის შესახებ ინფორმაციას, სამინისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს. მათი თქმით, სპეციალისტები მუშაობას უკვე შეუდგნენ,  თუმცა ამ დროისთვის უცნობია რომელი ქვეყნიდან განხორციელდა საიტზე კიბერშეტევა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       