სანკტ-პეტერბურგში გამართულ ილია ჭავჭავაძის დღეებთან დაკავშირებით, დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება
სანკტ-პეტერბურგში გამართულ ილია ჭავჭავაძის დღეებთან დაკავშირებით, დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება
10:15 06.12.2012
თბილისის საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო "რია ნოვოსტის" ოფისში, დღეს, სანკტ-პეტერბურგში გამართული ილია ჭაჭავაძის დღეებთან დაკავშირებული შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.

საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებო კავშირი "რუსული კლუბი" (საქართველო) ფონდი "რუსსკი მირის" მხარდაჭერით და სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით, სამეცნიერო-კულტურული ფორუმი "ილია ჭავჭავაძის დღეები სანკტ-პეტერბურგში. დაბადებიდან 175-წლისთავისადმი" - 25-30 ნოემბერს ჩატარდა.

ფორუმის გამართვას მიესალმნენ სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია მეორე და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

პრეს-კონფერენციაზე, ფორუმის ორგანიზატორები და მონაწილეები სანკტ-პეტერბურგში ჩატარებულ დღეებს შეაჯამებენ.

ბეჭდვა