თბილისის საერთაშორისო ინფორმაციის სააგენტო "რია ნოვოსტის" ოფისში, ხვალ სანკტ-პეტერბურგში გამართული ილია ჭაჭავაძის დღეებთან დაკავშირებული შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება. 
საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებო კავშირი "რუსული კლუბი" (საქართველო) ფონდი "რუსსკი მირის" მხარდაჭერით და სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით, სამეცნიერო-კულტურული ფორუმი "ილია ჭავჭავაძის დღეები სანკტ-პეტერბურგში. დაბადებიდან 175-წლისთავისადმი" - 25-30 ნოემბერს ჩატარდა. 
ფორუმის გამართვას მიესალმნენ სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია მეორე და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 
პრეს-კონფერენციაზე, ფორუმის ორგანიზატორები და მონაწილეები სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული დღეებს შეაჯამებენ.   
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       