სარემონტო სამუშაოების გამო 6 დეკემბერს 11 - დან 12 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. 
შეზღუდვა ორხევის დასახლების, მეორე ნავთლუღის დასახლების, თვალჭრელიძის, მაისურაძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.
ხვალვე 11 - დან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება რუსთაველის გამზირის და ასათიანის ქუჩის მაცხოვრებლებსაც შეეზღუდება. 
კომპანია "თელასის" ცნობით, 6 დეკემბერს 10 - დან 17 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება, დროებით ვაკის და საბურთალოს რაიონების ნაწილსაც, კონკრეტულად კი  ყაზბეგის გამზირის, შევარდენიძის, შმიდტის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებსაც შეეზღუდება. 
ხვალვე 10 - დან 16 საათამდე, ელექტროენერგიას ვაზისუბნის დასახლების და ვარკეთილის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებიც შეზღუდულად მიიღებენ. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       