საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ წელს 4 მილიონს გადააჭარბა
საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ წელს 4 მილიონს გადააჭარბა
14:20 05.12.2012
სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლის 11 თვის მონაცემებით (იანვარი-ნოემბერი) საქართველოს სულ 4 017 375 უცხოელი მოგზაური ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 58%-ით აღემატება.

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, 11 თვის მონაცემებით შემდეგი ქვეყნები- თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ირანი ლიდერობენ.

მონაცემების გაანგარიშება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო
რეკომენდაციების მიხედვით ტურიზმის სტატისტიკის შესახებ ხდება.

ბეჭდვა