თბილისის მერი გიგი უგულავა და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები საქართველოში ვიზიტით მყოფ მონღოლეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
მონღოლეთის დელეგაციას  ულანბატორის მერი ხელმძღვანელობს, 
თბილისის მერიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის სტუმრობის მთავარი მიზანი საქართველოშო განხორციელებული და მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების გაცნობაა.
პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის მერიის პროექტებზე, ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       