მომავალი წლიდან თბილისელები კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ
მომავალი წლიდან თბილისელები კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ
13:27 05.12.2012
თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით თბილისელები 2013 წლიდან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ.

დედაქალაქის მერმა, დღეს საკრებულოს წევრებთან ერთად 2013 წლის ბიუჯეტი და მისი პრიორიტეტები განიხილა. მერიის გადაწყვეტილებით 2013 წლიდან კომუნალური გადასახადებისთვის, სოციალურად დაუცველთა კატეგორია, ვაუჩერს 250 ლარის ნომინალური ღირებულების ოდენობით, ხოლო დედაქალაქის სხვა 350 ათასი აბონენტი 100 ლარის ნომინალური ღირებულების ოდენობით მიიღებენ.

„ყველა თბილისური ოჯახი ვაუჩერს მიიღებს 100 ლარის ოდენობით, ხოლო მათ ვისაც სარეიტინგო ქულა 70 ათასი აქვს, ანუ სოციალურად დაუცველები, ვაუჩერს 250 ლარის ოდენობით მიიღებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან კომუნალური გადასახადები კვლავ წარმოადგენს პრობლემას თბილისელებისთვის“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ძალაში რჩება ყველა ის შეღავათი, რომლითაც თბილისელები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დროს სარგებლობდნენ.

ბეჭდვა