გამოკითხულთა 83,7 პროცენტი ვანო მერაბიშვილის განცხადებას არ ეთანხმება
გამოკითხულთა 83,7 პროცენტი ვანო მერაბიშვილის განცხადებას არ ეთანხმება
12:33 05.12.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 83,7 პროცენტი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ხდებოდა - არ ეთანხმება.

კითხვაზე, „ეთანხმებით თუ არა ვანო მერაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა არ ხდებოდა“, გამოკითხვაში მონაწილეთა 83,7 პროცენტი უარყოფითად პასუხობს, ყოფილი პრემიერის განცხადებას კი 10,2 პროცენტი ეთანხმება.

ამასთან, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა, გამოკითხვაში მონაწილეთა 6,1 პროცენტს გაუჭირდა.

ბეჭდვა