ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ველური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების შესახებ დისკუსია გაიმართება
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ველური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების შესახებ დისკუსია გაიმართება
12:06 05.12.2012
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, USAID, USDOI და CENN - ის ორგანიზებით დისკუსია გაიმართება, რომლის მიზანიც, ველური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდება ველური ბუნებით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ შემთხვევებსა და ზოგადად ბიომრავალფეროვნების მართვის საკითხებზე. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს მონაწილეთა ჩართვას ინტერაქტიულ დისკუსიაში.

ღონისძიების პირველ ნაწილში, ჩაატარდება პრეზენტაცია საქართველოს წითელ ნუსხაში შესული შავი ზღვის იხტიოფაუნის წარმომადგენლებთან (ზუთხი და შავი ზღვის ორაგული) და ინვაზიურ სახეობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. მეორე ნაწილში საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვის და ველური ბუნებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებზე გამახვილდება ყურადღება.

ღონისძიება დღეს 16:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა