საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი, 
ცნობილი  იტალიელი კინომსახიობი ჯანკარლო ჯანინი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას ხვდება. 
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებიან იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, რომის კინოფესტივალის პრეზიდენტი ადრიანო პინტალდი, კინო ოპერატორი  ნათია ჯაფარიძე, ფესტივალის პრეზიდენტი გაგა ჩხეიძე, ფესტივალის დირექტორი ნინო ანჯაფარიძე და  ფესტივალის კოორდინატორი ნათია ტრაპაიძე. 
თბილისის მე-13 კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ოთხი ფილმი სადაც ჯანკარლო ჯანინი მონაწილეობს:  ლუკინო ვისკონტის უკანასკნელი ფილმი „უდანაშაულო“ და ლინა ვერტმიულერის ფილმები – „სიყვარული და ანარქია“, „შვიდი ლამაზმანი“ და „გარიყული“
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       