რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა.
 კომისიის სამუშაო სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი და სამინისტროს და ადგილობრივი მმართველობის  წარმომადგენლებით  დაკომპლექტებული  სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.  
შეხვედრაზე კომისიამ  კახეთის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების  შემსწავლელი  ჯგუფების მუშაობის შედეგები განიხილა.
 სამუშაო სხდომაზე განხილულ იქნა აგრეთვე, სტიქიის შედეგად განადგურებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების  კომპენსაციის მექანიზმიც.  
კომისია  საქართველოს მთავრობის დავალებით შეიქმნა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე,  თენგიზ შერგელაშვილი ხელმძღვანელობს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       