თსუ-ში ERASMUS MUNDUS-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება
თსუ-ში ERASMUS MUNDUS-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება
10:20 05.12.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამის ERASMUS MUNDUS-ის წარმომადგენლებთან, დღეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართება.
უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტებთან, ახალგაზრდა მკვლევრებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან გაიმართება.
უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, სტუდენტები ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის პროექტების კოორდინატორებს, ბოლონიის უნივერსიტეტის წარმომადგენელ ფრანჩესკა მალტაუროსა და მონპელიეს უნივერსიტეტის წარმომადგენელ კოლინ ვოლეს შეხვდებიან.
2013 წლიდან აღნიშნული პროექტების ფარგლებში გაცვლითი პროგრამები ევროპის 20 უნივერსიტეტში განხორციელდება.
შეხვედრა დღეს 15:00 საათზე გაიმართება

ბეჭდვა