საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი), ხვალ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, გამოიფინება 8-16 წლამდე ასაკის მოსწავლეების ნამუშევრები, გრაფიკასა და ფერწერაში შესრულებული ნახატები, ასევე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: თექა, ნაქარგობა და კერამიკა.
გამოფენა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ ეძღვნება.
