სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ 11 - დან 17 საათამდე, დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. 
ხვალვე, 11 - დან 16 საათამდე ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს სამგორის რაიონის ნაწილიც, კერძოდ, საქსოფმშენის დასახლების IV კვარტლის მაცხოვრებლები, ხოლო 13 - დან 14 საათამდე, ლილოს დასახლების II და V კვარტლების, ფრანგულიანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლები. ასევე 15 - დან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეფრინველეობის დასახლების, ჭირნახულის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებსაც.  
როგორც "ნიუსპრესს" "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს 10 - დან 16 საათამდე,  ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებენ ვაზისუბნის დასახლების და ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლები. ხოლო  11 - დან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამგორის ჩიხის, ნადარეიშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხვალვე 11 - დან 14:30 საათამდე, ელექტრომომარაგება გლდანის რაიონის ნაწილსაც, კონკრეტულად კი, I, IIIა და VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს  შეეზღუდებათ.
5 დეკემბერს 10 - დან 17 საათამდე შეიზღუდება აგრეთვე ზეკარის, სვირის, ლისაშვილის, მირზაანის, წერონისის, ლაითურის, ასურეთის, სანავარდოს, ბენდელიანის, გეგუთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლების ელექტრომომარაგება. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       