საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორი ესტუმრა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორი ესტუმრა
16:45 04.12.2012
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი კოვზანაძე სტუმრობდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ ელექტროსისტემიდან“ აცნობეს, კოვზაძემ საქართველოს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი დაათვალიერა.
კოვზანაძე შეხვდა აგრეთვე რეაბილიტაციის მმართველს, სულხან ჭუმბურიძეს. შეხვედრაზე კომპანიაში მიმდინარე და სამომავლო ენერგეტიკული პროექტები განიხილეს, ასევე ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრეს.
ირაკლი კოვზაძეს განცხადებით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა სამომავლოდ ენერგეტიკული სტაბილურობის შენარჩუნება და ენერგოსიმძლავრეების გაზრდაა.

ბეჭდვა