საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტად ლექსო გუგავა აიჩიეს
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტად ლექსო გუგავა აიჩიეს
16:24 04.12.2012
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად ლექსო გუგავა აირჩიეს.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ფედერაციის პრეზიდენტობისთვის კენჭს 2 კანდიდატი - თემურ დოლიძე და ლექსო გუგავა იყრიდნენ, თუმცა არჩევნების დაწყებამდე თემურ დოლიძემ კანდიდატურა მოხსნა, გუგავას კი დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

სამინიტრსო ინფორმაციითვე, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად შოთა ბაქრაძე და ზურაბ ხეცაძე, ხოლო გენერალურ მდივნად ნიკა მიქაუტაძე დამტკიცდა.

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას 2007-2012 წლებში ნიკოლოზ ამაშუკელი ხელმძღვანელობდა, 2012 წლის 21 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტად გურამ კინწურაშვილი აირჩიეს, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.


ბეჭდვა