ბიძინა ივანიშვილი სოფელ წევასთან მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
ბიძინა ივანიშვილი სოფელ წევასთან მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
14:47 04.12.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სოფელ წევასთან მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„შემზარავი ტრაგედია დატრიალდა იმერეთში, სოფელ წევასთან. ავარიამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მინდა, სამძიმარი ვუთხრა დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და გავიზიარო მათი დიდი მწუხარება“ - ნათქვამია პრემიერ მინისტრის “ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.


ბეჭდვა