თბილისის მე-13 კინოფესტივალზე ეროვნულ არქივში დაცული უხმო ფილმების ჩვენება გაიმართება
თბილისის მე-13 კინოფესტივალზე ეროვნულ არქივში დაცული უხმო ფილმების ჩვენება გაიმართება
14:04 04.12.2012
კინოთეატრ რუსთაველში, თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, უხმო კინოს პერიოდში გადაღებული ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყობა.

საქართველოს ეროვნული არქივის ინფორმაციით, ფესტივალზე კოტე მიქაბერიძისა და ვასილ დოლენკოს „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, სიკო დოლიძის „მიწის ძახილი“ და ვახტანგ შველიძის „კოლმეურნის ჰიგიენა“ ფილმების ჩვენება გაიმართება.

ეროვნული არქივის ინფორმაციითვე, კინოთეატრების ეკრანები ერთი კვირის განმავლობაში, ფესტივალის ფარგლებში მონაწილე საავტორო, არაკომერციულ თუ ექსპერიმენტულ 130 ფილმს უმასპინძლებს. კინოფესტივალის მიზანია წარმოადგინოს მსოფლიოს და ქათული კინემატოგრაფიის საუკეთესო ნამუშევრები და ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურათა წარმომადგენლების დაახლოებას.

ფილმებს ცოცხალი მუსიკით რეზო კიკნაძე და ანსამბლი „Consilia" გააფორმებენ.

თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი კინოხელოვნების ცენტრ „პრომეთეს“ ორგანიზებით, 5 დეკემბერს დაიწყება 9 დეკემბრამდე გასტანს.

ბეჭდვა