ქალთა კომიტეტი პირველ და მეორე ბავშვზე 500 ლარიანი დახმარების დანიშვნის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნულის თაობაზე "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების" ქალთა კომიტეტის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც "ნიუსპრესს" ქალთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეთერ მათურელმა განუცხადა, კომიტეტი პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება, რომელიც ყოველ მესამე და მეოთხე ბავშვზე 1 000 და 2 000 ლარის ოდენობის დახმარებას გულისხმობს.
