სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა,  
სადაც ხმის მიცემის მქონე 26-მა დელეგატმა ხელმძღვანელად, კვლავ პალიკო კასრაძე აირჩია. ის ანტიდოპინგურ სააგენტოს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანტიდოპინგურ სააგენტოში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე თეიმურაზ უკლება  გააგრძელებს მუშაობას.
სააგენტოს საარჩევნო-საანგარიშო ყრილობას, სტუმრის სტატუსით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე დაესწრო.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       