იური მეჩითოვი კულტურის მინისტრის მოადგილე აღარ იქნება
იური მეჩითოვი კულტურის მინისტრის მოადგილე აღარ იქნება
10:34 04.12.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სამინისტროს მმართველი გუნდის ოპტიმიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესი დაიწყო.

როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი გურამ ოდიშარია და მისი ორი მოადგილე - ალექსანდრე მარგიშვილი და მარინე მიზანდარი.

რაც შეეხება კულტურის მინისტრის უკვე ყოფილ მოადგილეს იური მეჩითოვს, სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მეჩითოვი კულტურის სამინისტროს თანამშრომლად რჩება, მისი სტატუსი და ფუნქციები კი ოპტიმიზაციის პროცესის დასრულებისას განისაზღვრება.

იური მეჩითოვი კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშვნისთანავე, მისი გამონათქვამების გამო, რამდენიმე სკანდალის ობიექტი გახდა.

ბეჭდვა