ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მხარდაჭერით, დღეს, სასტუმრო რედისონში  სემინარი თემაზე -„საავტორო უფლებების დაცვა, მომიჯნავე უფლებები და კოლექტიური მართვა“ გაიმართება.  
როგორც „ნიუსპრესს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს, სემინარის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“,  საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია, ასევე ავტორთა და შემსრულებელთა საერთაშორისო ორგანიზაციები. 
„სემინარის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეებს გააცნობენ წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას საავტორო და მომიჯნავე  უფლებების დაცვის სფეროში, რაც ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოში  საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებას“ - ნათქვამია „საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       