გამოკითხულთა 48,6 პროცენტის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშის რესურსი არ გააჩნია
გამოკითხულთა 48,6 პროცენტის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშის რესურსი არ გააჩნია
18:15 03.12.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, 26 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 48,6 პროცენტი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური რევანშის რესურსი აღარ გააჩნია.

კითხვაზე -„ თქვენი აზით აქვს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" შერჩენილი რევანშის რესურსი“, გამოკითხვაში მონაწილეთა 48,6 პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა, 37,8 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ყოფილ უმრავლესობას რევანშის რესურსი შერჩენილი აქვს.

ამასთან დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილეთა 13,6 პროცენტს გაუჭირდა.


ბეჭდვა