გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ზოგიერთი უბანი, ხვალ წყალს შეზღუდვით მიიღებს  
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, დიღომში, 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.
აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზნით, 4 დეკემბრის 10:00 საათიდან 5 დეკემბრის 24:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმის, ქოშიგორის, სასოფლო უნივერსიტეტის და ამერიკის საელჩოს  დასახლებებს. აგრეთვე         აგრარულ უნივერსიტეტს, დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, საქალაქო სასამართლოს, დიღმის მასივის პირველი კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუას, ზემო ვეძისის ქუჩებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირებს თამარაშვილის ქუჩამდე, კანდელაკის, ბუდაპეშტის და მათ მიმდებარე ქუჩებზე მდგარი კორპუსების მაღალ სართულებს.
საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       