წელს დევნილებისთვის 50-მდე ობიექტი გარემონტდება
წელს დევნილებისთვის 50-მდე ობიექტი გარემონტდება
19:45 07.03.2012
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დევნილთა და მიგრაციის  საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს დევიდ რობინსონს შეხვდა.
შეხვედრაზე რობინსონი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნო.
"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და სხვა პარტნიორებთან, რათა დევნილებს თავშესაფარი და საარსებო პირობები ჰქონდეთ. ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება" – განაცხადა რობინსონმა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის თქმით, მიმდინარე წელს ამერიკის დახმარებით, სამინისტრო 50-მდე ობიექტს გაარემონტებს სადაც დევნილები შესახლდებიან.

ბეჭდვა