შვედეთის სტატისტიკა და საქსტატი თანამშრომლობის პროექტის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ
შვედეთის სტატისტიკა და საქსტატი თანამშრომლობის პროექტის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ
10:18 03.12.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ - ში, საქსტატისა და შვედეთის სტატისტიკის თანამშრომლობის პროექტის წელიწადნახევრის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

„საქსტატის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე საუბარი იქნება აგრეთვე, „საქსტატში“ ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების, კერძოდ, მონაცემთა გავრცელების ახალი IT მეთოდების დანერგვის შესახებ.
პრეზენტაციას „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი და შვედეთის სტატისტიკის გრძლევადიანი კონსულტანტი წარადგენენ.

ღონისძიება დღეს 11:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა