დიდი დიღმის ნაწილს დღეს გაზის მიწოდება შეუწყდება
დიდი დიღმის ნაწილს დღეს გაზის მიწოდება შეუწყდება
10:17 03.12.2012
კომპანია "ყაზტრანსგაზის" ცნობით, დღეს, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საშუალო წნევის გაზსადენის ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების გამო, 11.00სთ-დან 19.00სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სამრეწველო, საზკვებისა და კომერციულ ობიექტებს.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" აბონენტებს მოუწოდებს, რომ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბეჭდვა