გამოკითხულთა 63,4 პროცენტი „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ სახელწოდების შეცვლის მომხრეა
გამოკითხულთა 63,4 პროცენტი „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ სახელწოდების შეცვლის მომხრეა
18:27 30.11.2012
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, მიმდინარე წლის 23 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ სახელწოდების შეცვლას გამოკითხვაში მონაწილეთა 63,4 პროცენტი ემხრობა.
კითხვაზე „თქვენი აზით უნდა შეეცვალოს თუ არა "ვარდების რევოლუციის" მოედანს სახელწოდება“, გამოკითხვის მონაწილეთა 63,4 პროცენტმა დადებთი პასუხი გასცა, 34,1 პროცენტი კი მოედნისთვის სახელის შეცვლის წინააღმდეგია.

დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხვაში მონაწილე პირთა 2,5 პროცენტს გაუჭირდა.


ბეჭდვა