„რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა
„რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა
15:16 30.11.2012
სასტუმრო „Radisson Blu“-ში დღეს პროექტის „რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის „საქართველოში რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბალანსებულ სოცოალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრას მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმა ჰქონდა და მისი მიზანი რეგიონული პოლიტიკის სფეროში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიას შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარება და საქართველოში რეგიონული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე მსჯელობა გახლდათ.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე, რეგიონულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ევროკომისიის დირექტორატი, პროექტის წამყვანი ექსპერტები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ბეჭდვა